Samsung-ის მომხმარებლები აცხადებენ, რომ სმარტფონებიდან Facebook-ის აპლიკაციას ვერ შლიან

8

Samsung-ის მომხმარებლები აცხადებენ, რომ საკუთარი სმარტფონებიდან ვერ შლიან უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის აპლიკაციას. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ ამა თუ იმ სამრტფონებიდან სოციალური ქსელის წაშლის საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა საკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კომპანიებს, ამ სემთხვევაში Samsung-სა და Facebook-ს.

Facebook-ის წარმომადგენელი კი გამოცემასთან აცხადებს, რომ შესაძლებელია აპლიკაციის შეცერება, რაც მისი თქმით, წაშლის ტოლფასია, თითქოს იგი საერთოდ წაშალეს მოწყობილბიდან. კომპანია არ ასაჯაროებს გაფორმებული ხელშეკრულების ფინანსურ მხარეს, თუმცა ამავდროულად აცხადებენ, რომ ეს გათვლილია იმაზე, რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სმარტფონი.

Samsung-ი მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, სადაც აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ გაყიდული მოწყობილობების ზოგიერთ მოდელში უკვე დაყენებულია სოციალური ქსელის აპლიკაცია, რომლის წაშლაც სეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი მუშაობის შეჩერება, რაც, მათი თქმით, იგივეა, რომ მოწყობილობიდან აპლიკაცია ამოშალო.

Comments
Loading...