Samsung-ის ახალი თაობის სმარტფონებს Bitcoin და Ethereum-ის მხარდაჭერა ექნება

27

Samsung-ის Galaxy S20-ის თაობის სმარტფონებს, Bitcoin, Ethereum-ისა და კიდევ სხვა კრიპტოვალუტების შენახვის ფუნქცია ექნება. ამ ფუნქციისთვის, კომპანიამ მოწყობილობებში დაამონტაჟა პროცესორი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს ბლოკჩეინ-საფულეების პრივატული ფუნქციებით.

„ჩვენ შევქმენით უსაფრთხო პროცესორი, რომელიც განკუთვნილია თქვენი PIN-კოდის, პაროლის, შაბლონისა და პრივატული ბლოკჩეინ-ფუნქციების დაცვისთვის. პლატფორმა Knox-თან შეთავსებით, უსაფრთხოება ჯდება თქვენი ტელეფონის ყველა ნაწილში, დაწყებული მოწყობილობიდან, დამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფით. პირადი მონაცემები კერძო რჩება“, – აღნიშნავენ Samsung-ში.

კომპანიამ, პირველად კრიპტოვალუტების შესანახი აპლიკაცია Blockchain Keystore 2019 წლის დასაწყისში წარადგინა. იგი Galaxy S10 სერიის მოწყობილობებზე მუშაობდა. მოცემული მომენტისათვის, პროგრამა ხელმისაწვდომია Samsung-ის მომხმარებლებისთვის აშშ-ში, კანადაში, სამხრეთ ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, შვედეთში, ავსტრიაში, ფინეთში, დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში.

ოქტომბერში კი, Samsung-მა თანამშრომლობა დაიწყო Tron Foundation-თან. კრიპტოვალუტების შემნახველ აპლიკაციას Blockchain Keystore დაემატა ტოკენ TRX-ის მხარდაჭერაც. ამის ფონზე კი, რამდენიმე დღეში ალტკოინის ფასი 50%-ით გაიზარდა.

Comments
Loading...