Rusal-ის დირექტორთა საბჭოს ბერნარდ ზონეველდი უხელმძღვანელებს

3

Rusal-ის დირექტორთა საბჭოს ბერნარდ ზონეველდი უხელმძღვანელებს. აქამდე იგი დამოუკიდებელი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ვრცელდება.

ზონეველდი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი 2016 წელს, არააღმასრულებლი დირექტორის სტატუსით გახდა.

Rusal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, 2019 წლიდან მოყოლებული ჟან-პიერ ტომა იკავებდა. მან თანამდებობა 26 იანვარს დატოვა, როდესაც კომპანიას სანქციები მოეხსნა. მისი მოხსნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი ორგანოს მოთხოვნა იყო, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს აკონტროლებს.

აშშ-ის ხელისუფლება Rusal-ისა და En+ ის დირექტორთა საბჭოების განახლებას მოითხოვდა და აგრეთვე ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკის აქციების წილის შემცირებას კომპანიაში En+.

Comments
Loading...