Renault-Nissan-Mitsubishi ყოფილ ხელმძღვანელს ახალი ბრალდება წაუყენეს

11

ტოკიოოს პროკურატურამ, საავტომობილო ალიანსის Renault-Nissan-Mitsubishi ყოფილ ხელმძღვანელს კარლოს გონს, რომელსაც ბრალი ედება ფინანსურ მაქინაციებში, ახალი ბრალდება წაუყენა.

გავრცელებული ინფორმააციის მიხედვით, პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ნდობის ბორტად გამოყენებაში. მან კომპანიას Nissan დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, ვინაიდან მასზე გადააფორმა პირადი დანაკარგები, რომლებიც სვალუტო კონტრაქტების შედეგად იწვნია.

მას პროკურატურა აგრეთვე ბრალად სდებს 2015-დან 2017 წლამდე შემოსავლების დამალვაში. აქამდე მას უკვე ედებოდა ბრალი მსგავსი მუხლის მიხედვიტ, თუმცა ის 2010-დან 2014 წლამდე პერიოდს ეხებოდა. მთლიანობაში, დაფარული შემოსავალი 84 მილიონი აშშ დოლარია.

2018 წლის დეკემბერში კარლოს გონს ბრალი დასდეს ფიანნსუი კანონდებლობის დარღვევაში. თავდაპირველად, საქმე ეხებოდა მხოლოდ შემოსავლებს. თუმცა, შემდეგ მას აგრეთვე ბრალი დადეს იმაში, რომ კომპანია Nissan-ზე საკუთარი დანაკარგი გადაწერა, რომელიც დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარია.

Comments
Loading...