Red Bull Solo Q-ზე რეგისტრაცია დაიწყო

24

Red Bull Solo Q-ზე, League of Legends-ის 1vs1 ოფიციალური ჩემპიონატის, საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

შესარჩევი თამაშები საქართველოში 9, 10 და 16 მაისს „ონლაინ“, EUNE-ს რეგიონის სერვერზე გაიმართება.

17 მაისს კი, „ონლაინ” გაიმართება საქართველოს შესარჩევი თამაშების ფინალიც.

მონაწილეობა შეუძლიათ Leaugue of Legends-ის მოთამაშეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი და არიან საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მოთამაშე Red Bull Solo Q-ს ევროპის ფინალზე მიიღებს მონაწილეობას.

Red Bull Solo Q- ს გლობალური გამარჯვებული კი,  League of Legends-ის ყოველწლიურ, All Star 2020 წლის  შეკრების ნაწილი გახდება.

წელს Red Bull Solo Q-ს შესარჩევში 35 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დასრულდება 7 მაისს, 18:00 საათზე.

2019 წლის გამოცდილება

Red Bull Solo Q  2019 წლის ოქტომბერში Red Bull Player One-ს სახელით ჩატარდა საქართველოში. შესარჩევ თამაშებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო, მათგან მხოლოდ 16 საუკეთესომ ითამაშა „ოფლაინ“ შესარჩევი. 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ილია იაკობაშვილი, რომელმაც ქვეყნის სახელით ბრაზილიაში, ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა 29 ქვეყნის 25000 მოთამაშე.

 სასარგებლო ბმულები

Facebook event page: Red Bull Solo Q Georgia

სარეგისტრაციო ლინკი: https://bit.ly/RBSQGEO

Comments
Loading...