Red Bull Car Park Drift 5 სექტემბერს გაიმართება

5 სექტემბერს, 17:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Red Bull Car Park Drift-ის საქართველოს შესარჩები ეტაპი გაიმართება. გამარჯვებული დრიფტერი 2021 წელს შეჯიბრის მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

11

5 სექტემბერს, 17:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Red Bull Car Park Drift-ის საქართველოს შესარჩები ეტაპი გაიმართება. გამარჯვებული დრიფტერი 2021 წელს შეჯიბრის მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

Red Bull Car Park Drift დრიფტის საერთაშორისო ჩემპიონატია, რომლის შესარჩევი ეტაპი საქართველოში მეორედ ჩატარდება. გასულ წელს საქართველოს გამარჯვებულმა ვახტანგ ხურციძემ, შეჯიბრების მსოფლიო ფინალზე,  მესამე ადგილი მოიპოვა.

 შეჯიბრს განსხვავებული ფორმატი აქვს. „დრიფტის მეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად მონაწილეებს სხვადასხვა ექსტრემალური დავალების შესრულება მოუწევთ. თითოეულ მონაწილეს ჟიური რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასებს.

 

მონაწილეობის წესები

 Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ავტომოყვარულებსა და პროფესიონალ დრიფტერებს. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს ვებგვერდზე:  www. Redbullcarparkdrift.com

ჩემპიონატი არ მოითხოვს FIA-ს წესებისა და რეგულაციების დაცვას. მიუხედავად ამისა, თითოეული მონაწილე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ნორმები,  მათი ავტომობილები კი, შეჯიბრების დაწყებამდე, ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან. ჩემპიონატში მონაწილეობა უფასოა.

 

პრიზები

Red Bull Car Park Drift-ს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს. „დრიფტის მეფე“ 2021 წელს შეჯიბრების მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

Red Bull Car Park Drift საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართება.

 

 დამატებითი ინფორმაცია

 www.redbullcarparkdrift.com

ფოტო/ვიდეო: www. redbullcontentpool.com

ღონისძიების Facebook-ის გვერდი:  https://www.facebook.com/events/309432283529363/

Comments
Loading...