presa.ge საზოგადოებასა და gwp-ის ბოდიშს უხდის

6

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს დაეკისრა მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა.

presa.ge ბოდიშს უხდის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს და საზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.

,,ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით – ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ” – ფეკალიები სასმელ წყალში” არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა სხვა სააგენტოების და სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. – ნათქვამია presa.ge-ს მიერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2019 წლის 2 აპრილს შეიტანა, presa.ge-ს მიერ ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ” – ფეკალიები სასმელ წყალში” სათაურით გავრცელებული სტატიის გამო, სადაც ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არასწორი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.“

Comments
Loading...