Philip Morris-მა, IQOS-ის სარეკლამო კამპანიები შეაჩერა

4

კომპანიის წესების მიხედვით, Philip Morris-ის რეკლამირების უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, ვინც მინიმუმ 25 წლის არის.

აღნიშნული წესი კომპანიაში მას მერე მიიღეს, რაც Reuters-მა ყურადღება გაამახვილა იმ პირების ასაკზე, რომლებიც Philip Morris-ის პროდუქციის პოპულარიზაციას ახდენენ.

კომპანიამ Philip Morris, სააგენტოს აცნობა, რომ დორებით შეჩერებულია იმ პირების მუშაობა, რომლებიც პროდუქციის პოპულარიზაციას ახდენდნენ.

“გადავწყვიტეთ, მთლიანად შეგვეჩერებინა მათი მთელი ციფრული აქტივობები, რომლებიც დაკავშირებული იყო ჩვენს პროდუქციასთან”, – განუცხადეს სააგენტოს კომპანიაში.

ეს მას მერე მოხდა, რაც Reuters-მა კომპანიაში გააგზავნა მოთხოვნა ინფორმაციაზე, რომელიც თამბაქოს გახურების სისტემის (IQOS) პოპულარიზაციის მიზნით, გავლენიანი ადამიანების გამოყენებას ეხება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Philip Morris-ის სტანდარტების მიხედვით, კომპანია, პროდუქციის რეკლამირებისათვის 25 წლამდე ადამიანებს არ იყენებს. კომპანია შიდა გამოძიებას დაიწყებს და აცხადებს, რომ არანაირი წესები არ დარღვეულა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ის პირები, ვინც Philip Morris-ის პროდუქციის პოპულარიზაციაზე მუშაობს, სოციალურ ქსელებში თავიანთ ასაკს არ უთითებს. სააგენტო წერს, რომ IQOS-ის სისტემის მარკეტინგული კამპანიის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ბრენდის ე.წ. ელჩები ძირითადად ახალგაზრდა გოგონები არიან.

Comments
Loading...