Payoneer-ის გენერალური დირექტორი: ბიტკოინი გლობალური ვალუტა ვერ გახდება

7

“ბიტკოინი გლობალური ვალუტა ვერ გახდება, რადგან მას ხელს შეუშლის განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები, მათ შორის აშშ”, – ამის შესახებ კომპანია Payoneer-ის გენერალური დირექტორი სკოტ გალიტი აცხადებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციფრული ფული გეხმარება თავი აარიდო გადასახადებს, რთულია აიღო კვალი და სხვა, ამიტომ, მისი მოსაზრებით, არცერთი სეროზული ინვესტორი მასში ფულს არ დააბანდებს.

“ცენტრალური ბანკები მართლა ეხმარება ეკონომიკის მართვაში. მათი ნაწილი, საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის რეგულირების გზით ფაქტობრივად აკონტროლებს მას. თუმცა, თუკი კონტროლისთვის არცერთი ბერკეტი არ გაქვს, კარგავთ ფინანსური სექტორის მართვის შესაძლებლობას”, – აღნიშნავს გალიტი CNBC-თან ინტერვიუში.

აქამდე, კრიპტოვალუტა Bitcoin SV-ის მოხმარების მომხრემ კალვინ აირმა განაცხადა, რომ ბიტკოინს ფაქტობრივად არანაირი ღირებულება არ გააჩნია და რომ ის 2019 წელს გაუფასურდება. მილიარდერის თქმით, ამჟამად მონეტა ხელოვნური ზეწოლის ქვეშაა, რამაც მისი ღირებულება, წესით, ნულამდე უნდა დაიყვანოს.

Comments
Loading...