Oxfam: მსოფლიოს 2153 მილიარდერი უფრო მდიდარია, ვიდრე პლანეტის 4,6 მილიარდი მოსახლე

6

2019 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 2153 მილიარდერი უფრო მდიდარია, ვიდრე პლანეტის 4,6 მილიარდი მაცხოვრებელი. აღნიშნული მონაცემები საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-მა გამოაქვეყნა.

ანგარიშში, რომელსაც „დროა ვიზრუნოთ“ ჰქვია, აღნიშნულია, რომ ეს უდიდესი გახლეჩაა, ხოლო ეკონომიკური უთანასწორობა კი კონტროლს უკვე აღარ ექვემდებარება.

„ქვეყნებს რომ ყოველწლიურად 1%-ით შეემცირებინათ შემოსავლებში ეს უთანასწორობა, 2030 წლისთვის, უკიდეგანო სიღარიბის პირობებში, პლანეტაზე 100 მილიონით ნაკლები ადამიანი იცხოვრებდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

Bloomberg-ის გათვლებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 20 ადამიანის ქონება 2012 წლისთვის გაორმაგდა და 672 მილიარდი აშშ დოლარიდან 1397 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის მიხედვით, ამ მომენტისათვის ყველაზე დიდი ქონების მფლობელი Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, მათი კაპიტალიზაცია, თითოეულის – 116 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 20-ეულში აგრეთვე შედიან უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი, ბერნარ არნო, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი და სხვა.

„ჩვენი დაშლილი ეკონომიკის ხარჯზე ივსება მილიარდერების ჯიბეები, ჩვეულებრივი ქალებისა და კაცების ხარჯზე კი ფულს შოულობს მსხვილი ბიზნესები“, – აცხადებს Oxfam India-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

ანგარიშის ავტორების მოსაზრებით, მსოფლიოს მასშტაბით ნაციონალურმა ხელისუფლებებმა უნდა ააშენონ ადამიანური ეკონომიკა, რომელიც აფასებს იმას, რაც რეალურ ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოებისათვის. ამ განხრით მნიშვნელოვან ნაბიჯებად სახელდება ინვესტიციები ბავშვთა დაცვის ეროვნულ სისტემაში და პროგრესული დაბეგვრის შემოღება, მათ შორის სიმდიდრის დაბეგვრის ჩათვლით.

Oxfam – ეს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ებრძვის სიღარიბეს. მას ოფისები აქვს მსოფლიოს 23 ქვეყანაში. ყოველწლიურად ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშებს უთანასწორობის შესახებ ანგარიშებს, ეს კი დავოსის ეკონომიკური ფორუმის დაწყებას ემთხვევა ხოლმე.

Comments
Loading...