Oracle-მა, სან-ფრანცისკოს სტადიონისთვის სახელის გადარქმევის უფლება 200 მლნ აშშ დოლარად იყიდა

6

მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ Oracle, სან-ფრანცისკოში არსებულ მოედანს 200 მილიონ აშშ დოლარის საფასურად სახელს გადაარქვამს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კომპანიის შტაბბინა სწორედ აღნიშნული მოედნის მიმდებარედ მდებრეობს. კორპორაციის უფლება კი 20 წლის განმავლობაში იქნება ვალიდური.

ახლა ბეისბოლის სათამაშო სტადიონს AT&T Park ჰქვია. იგი San Francisco Giants-ის საშინაო სტადიონია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, კომპანია აპირებს, რომ მას Oracle Park დაარქვას.

სტადიონის სახელის დარქმევის უფლება, ჯერ კიდევ 1996 წელს, მაშინ, როდესაც მისი მშენებლობა დამთავრები არც იყო, კომპანიამ Pacific Telesis 50 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. შეთანხმება 24 წლის განმავლობაში იყო ვალიდური, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ დამატებით 8 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით, კომპანია Pacific Telesis კი, კორპორაცია AT&T-ს ნაწილი გახხდა, 2006 წელს კი სახელი სტადიონსაც გადაერქვა.

ეს უკვე მეორე შეთანხმებაა, რომლითაც მოხდა Oracle-ის, როგორც სპორტული სპონსორის გაუმჯობესება, ვინაიდან 2006 წელს კორპორაციამ გააფორმა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ პროფესიონალურ ბასკეტბოლ გუნდთან Golden State Warriors იმის შესახებ, რომ მის საშინაო სტადიონს Oracle Arena დაერქმეოდა.

Comments
Loading...