OPEC-ის ქვეყნებში ნავთობის მოპოვება, ბოლო 5 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დავიდა

7

OPEC-ის წევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვება, ბოლო 5 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დავიდა. 2019 წელს, აღნიშნულმა მაჩვენებელმა დღეში 29,95 მილიონი ბარელი შეადგინა.

აღნიშნულის გამომწვევ ძირითად მიზეზად ექსპერტები აშშ-ის მიერ ირანული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და აგრეთვე ნიგერიაში და საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებას ასახელებენ.

OPEC-ის ოფიციალურ ბიულეტენში აღნიშნულია, რომ 2019 წლის მაისში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ მოპოვებული ნავთობი, გასულ თვესთან შედარებით 236 ათასი ბარელით შემცირდა და 29,876 მილიონი ბარელი შეადგინა. ამასთან, ირანში, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღეში 227 ათასი ბარელით შემცირდა, ნიგერიაში – 92 ათასი ბარელით, საუდის არაბეთში – 76 ათასი ბარელით, ხოლო ვენესუელაში – 35 ათასი ბარელით.

Comments
Loading...