- Advertisement -

Oculus Quest 2019 წლიდან გაიყიდება და 399 აშშ დოლარი ეღირება

12

Facebook-ის კუთვნილებაში მყოფმა კომპანიამ Oculus, კალიფორნიაში მიმდინარე კონფერენციისას, ახალი, უსადენო, ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Oculus Quest წარადგინა. შესაბამისი განცხადება მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ახალი პროდუქტი შედგება ჩაფხუტისგან, რომელიც აღჭურვილია ოთხი ფართოკუთხიანი კამერით და ორი სენსორული კონტროლერით, რომლებიც მართვისთვის გამოიყენება. მოწყობილობას ავტონომიურად მუშაობა შეუძლია.

Facebook-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს პირველი VR სისტემაა, ერთადერთი თავისნაირ სისტემებს შორის, რომელსაც თავისუფლების 6 საფეხური აქვს, როდესაც ფიგურებს თავისუფლად გადაადგილება და სამგანზომილებიან სივრცეში სხვადასხვა მიმართულებით მოტრიალება შეუძლიათ. სისტემას თავის ნებისმიერი მიმართულებით მიტრიალების დაფიქსირება შეეძლება.

მოწყობილობის ეკრანის გარჩევადობა 1600х1440 პიქსელია. აგრეთვე გაუმჯობესებულია ხმა, რაც Oculus Rift იქნება.

“ეს არის VR ჰედსეტი, ყველაფერი ერთში, რასაც ყველანი ასე ველოდით”, – განაცხადა პრეზენტაციის დასასრულს Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა.

ახალი მოწყობილობა გაყიდვაში 2019 წლის გაზაფხულზე ჩაეშვება და მისი ფასი 399 აშშ დოლარი იქნება.

Comments
Loading...