Nissan-ის აქციები, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის დაკავების შემდეგ, მინიმუმამდე დაეცა

8

Nissan-ის აქციები, თითქმის 2,5%-ით დაეცა მას მერე, რაც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლოს გონა დააკავეს, მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა.

20 ნოემბერს, ტოკიოს სავაჭრო ბირჟაზე კომპანიამ ღირებულების 5,45% დაკარგა. ბოლოს, მსგავსი ფასი 2016 წლის ივნისში დაფიქსირდა.

კარლოს გონა ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველია. იგი იოკოჰამაში 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად სდებენ 44 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შემოსავლის დამალვას.

აგრეთვე ბრალს სდებენ კომპანიის ტოპ-მენეჯერს გრეგ კელის, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ გონას შემოსავლების დაფარვაში ეხმარებოდა.

Comments
Loading...