Nikkei: კომპანია Apple 2020 წელს 5G მხარდაჭერის iPhone-ს გამოუშვებს

6

Apple-მა თავის მწარმოებლებს დაავალა შექმნან ისეთი iPhone, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ Nikkei Asian Review წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამი ახალი მოდელი, რომლებიც 2020 წელს გამოვა, ყველაზე თანამედროვე პროცესორებითა და ეკრანებით იქნება აღჭურვილი.

მთლიანობაში Apple 80 მილიონი მოწყობილობის დამზადებას აპირებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანიამ გაყიდვების თვალსაზრისით აგრესიული მიზანი დაისახა.

როგორც Nikkei Asian Review წერს, კომპანიას იმედია აქვს, რომ ამგვარად ჭკვიანი ტელეფონების წარმოების თავლსაზრისით კომპანია Huawei-ს მეორე ადგილზე ჩამოაგდებს. მითუმეტეს, რომ ამ კომპანიამ და აგრეთვე Samsung-მაც უკვე გამოუშვეს ჭკვიანი ტელეფონები 5G-ის მხარდაჭერით.

ის, რომ კომპანია Apple 2020 წელს 5G მხარდაჭერის მქონე ჭკვიან ტელეფონებს გამოუშვებს, ჯგუფ TF International Securities-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.

წელს, პრეზენტაციაზე კი კომპანია Apple-მა iPhone-ის საბიუჯეტო მოდელი iPhone 11 წარადგინა, აგრეთვე iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max, თუმცა მათ 4G მხარდაჭერა აქვთ.

Comments
Loading...