GE EN

დღის სიახლეები

ბანკები

სებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში  ცვლილება შეიტანა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა.

1695144240

ბიზნესი

სხვა სიახლეები

საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

1713859871

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიის აეროპორტის გაფართოება და  ინფრასტრუქტურული განვითარება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის. 

1713857920

ლევან დავითაშვილი: გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

„ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

1713793475

ლევან დავითაშვილი შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან აქტივების გადმოტანაზე: კანონი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება

„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ზუსტად ეს არის კანონის მოტივაცია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საკითხს შეეხება. 

1713792409