GE EN

დღის სიახლეები

ბანკები

სებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში  ცვლილება შეიტანა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა.

1695144240

ბიზნესი

სხვა სიახლეები

საგამოფენო სეზონი წინანდლის მამულში კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა

მორიგი სეზონი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა. წინანდალში გამოფენილი ნამუშევრები წარმოადგენს მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივას 1910-იანი წლების კუბო-ფუტურისტული კომპოზიციებიდან 1960-იან წლებში შესრულებულ პეიზაჟებამდე. გამოფენა ისტორიულ მამულში კომპანია სილქნეტმა წარადგინა.

1713169575

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი იმართება - დარეგისტრირდი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კინგსის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. 

1713169430

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება.

1713167780

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობა 11,7%-ია და ბოლო 20 წლის მინიმუმზეა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასებით 2022-2023 წლებში უმუშევრობის დონემ საქართველოში 11,7%-ი შეადგინა. მონაცემებს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის უმუშევრობის ეს დონე  საქართველოს 20 წლიან მინიმუმს წარმოადგენს და 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს. კერძოდ, საქართველო იმ 13 ქვეყანას შორისაა , სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა 10 წელიწადში უმუშევრობა.

1713164220