ბიზნესი
„ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
1713793475
„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ზუსტად ეს არის კანონის მოტივაცია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საკითხს შეეხება.
1713792409
მესტიაში ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება - პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
1713792322
2024 წლის პირველ კვარტალში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 271 ფაქტი.
1713792248
ოფშორების კანონი არის რუსული კანონის მეწყვილე ამ საკითხში და თუ რუსული კანონი გვაცილებს პოლიტიკურ ნაწილში ევროკავშირს, ოფშორების კანონი არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს და საქართველოში ზოგადად ეკონომიკას. - - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა,ე.წ. ოფშორების კანონთან დაკავშირებით
1713786420
მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.
1713784934
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა - შეირჩა გამარჯვებული კომპანია Green Studio, რომელმაც 18 პრეტენდენტს შორის მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის ყველაზე საუკეთესო პროექტი წარმოადგინა.
1713783595
აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხად
1713783332
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ. პროექტი მოზარდებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება.
1713783200
ევროკავშირი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტში რუსული თხევადი აირის მიწოდების აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
1713777180
ყველამ ვიცით, რომ ასაკთან ერთად, დიდი ალბათობით, ჩვენი მხედველობა გაუარესდება, რაც გვაიძულებს, მის საწინააღმდეგოდ გარკვეული ზომები მივიღოთ. მათ შორის - შევიძინოთ სათვალე, გამოვიყენოთ თვალის წვეთები და, არც თუ იშვიათად, ქირურგიულ ოპერაციასაც მივმართოთ. თანამედროვე მედიცინას არაერთი მეთოდი აქვს იმისთვის, რომ მხედველობა ღრმა მოხუცებულობამდე შევინარჩუნოთ. მთავარია, ეს მეთოდები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
1713775165
„განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო მიმდინარე წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის - სასიხარულოა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ესტუმრა მილიონ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. აღსანიშნავია, რომ აქედან მილიონი იყო უშუალოდ ტურისტი, რაც მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის 11 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ რეკორდულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“ “ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
1713773736
მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება, რაც უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება. ამდენად, შარშანდელთან შედარებით, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალისტურია. ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებიდან, ასევე საყურადღებოა ტრადიციული ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაღალი საკრედიტო აქტივობა.
1713773435
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ასევე სტრუქტურულ რეფორმებსა და სახელმწიფო და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები: გეოპოლიტიკური როლი, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა“.
1713773343
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.
1713769792
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 22 აპრილს, „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციას გაიმართება. ღონისძიებაზე საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებს, მონაწილეობის პირობებსა და გასული წლების შედეგებს გააცნობს.
1713763495
სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
1713680667
7-თვიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ცოტა ხნით ადრე, კონგრესმა მხარი დაუჭირა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ.
1713679200
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალ ბიუჯეტურმა ჰოლანდიურმა ავიაკომპანია Transavia-მ დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა, თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა.
1713674860
"სასიამოვნო იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ვაშინგტონში შეხვედრა," - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა X გვერდზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან ერთად გამართული დისკუსიის შემდეგ.
1713619834
„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს. ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.
1713533201
გაერთიანებული არაბთა საამიეროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარებას და ა.შ. საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ.
1713532979
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტს ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორას შეხვდნენ.
1713532784
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ.
1713532731
„ბოლო პროგნოზით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების ბოლო შეფასების კომენტირებისას.
1713520313