GE EN

ბიზნესი

„კარფურის კულინარიული ფესტივალი“

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა, „კარფურმა“, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს,  კიდევ ერთი შთამბეჭდავი კამპანია - „კულინარიული ფესტივალი“, მოაწყო. 

1711631101

ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარედ კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

1711630400

მეცნიერებმა, ახალი კვლევის ფარგლებში, ChatGPT-ის გამოყენება სტუდენტებში მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს

მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ChatGPT-ის გამოყენება სტუდენტებში მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს. ეს წარმოდგენას გვიქმნის, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დიდ ენობრივ მოდელებს განათლებაზე.

1711624500

სილქნეტის პლატფორმებს National Geographic საქართველოს ახალი პოდკასტი დაემატა

თითქმის ერთი წელია, რაც სილქნეტი National Geographic საქართველოს რედაქციასთან ერთად,  ჟურნალში გამოქვეყნებული საავტორო სტატიების აუდიო ვერსიებს ქმნის, რომლებსაც ცნობილი მსახიობები კითხულობენ. 

1711623923

„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ -  სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს  აქვეყნებს

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წელი 22 ბენეფიციარის მხარდაჭერით დაიწყო. სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 3 ვეტერანსა და 19 სამხედრო მოსამსახურეს. ამისათვის ფონდიდან 105 006.54 ლარი გამოიყო, რომელიც გარდა სამხედროებისა, მოხმარდა მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს, რასაც ითვალისწინებს ფონდის კრიტერიუმები.

1711623815

თენგიზ ნასარიძე: "სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა"

ოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები სახელმწიფო უწყებების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.

1711617539

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს ჩინეთის ჩიპების წარმოებისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებას სთხოვს

შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს სთხოვა უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესონ ჩინეთის ჩიპების წარმოების მომსახურებაზე. ამის შესახებ Bloomberg წერს.

1711617180

2023 წელს საქართველოში შობადობა 5%-ით შემცირდა

2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.0 პროცენტით - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

1711616746

2023 წელს საქართველოში 22 000 ქორწინება და 13 000 განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

1711616571

შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და  გადასახადების გადახდის სავადო თარიღია. ამასთან, მიმდინარე წლის 1 აპრილი - 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღია.

1711616402

თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება.

1711611381

თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. 

1711609621

მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს აეროპორტსა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირ კავშირს და ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

1711608207

Georgian Wings-ი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს

2024 წლის 4 მაისიდან - ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი,იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

1711604491

"ევროკავშირი ერთიანია საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და ამ ყველაფერს ბელგიაც მხარს უჭერს!" - ინტერვიუ ბელგიის ელჩთან

"დაუვიწყარია თქვენი შესანიშნავი ღვინო და ღვინის გზა, თქვენი გასაოცარი ხედები, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ასე რომ, როგორც ნახეთ, მე უამრავი მიზეზი ჩამოვთვალე, რომლის გამოც შესაძლებელია საქართველოში ჩამოსვლა. ესაა ქვეყანა ყველა კატეგორიის ტურისტისთვის, ყველასთვის ვისაც უყვარს ლაშქრობა, კულტურა, ღვინო…" - ასე დაახასიათა ჩვენი ქვეყანა ბელგიის ელჩმა მიშელ პეტერმანმა.

1711602301

მთავრობამ "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის რამდენიმე  ქვეკომპონენტში  ცვლილებები შევიდა.

1711551353

ოთარ შამუგია: მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის  საჭირო ხარჯების დაფინანსებაში

„ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის  ოდენობით საპროცენტო განაკვეთს;  სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის  საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.

1711550416

ხუთშაბათის შეხვედრების ფოკუსში თაობა  Z იქნება

თიბისი, ტრადიციულად, აგრძელებს ბიზნესისთვის ხუთშაბათის შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე “ონორეში” გაიმართება. 

1711548439

ვაკის რაიონის დამეგობრებული რაიონის - პრაღა 6-ის მთავრობის ვიზიტი

თბილისში ვაკის რაიონის დამეგობრებული პრაღის მეექვსე ოლქის ადგილობრივი მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შედგა. კერძოდ, საქართველოში ჩეხეთის დედაქალაქის ვაკესთან დამეგობრებული რაიონის, პრაღა 6-ის მერი, იაკუბ სტარეკი და მისი მოადგილეები, მარიანა ჩაპკოვა და მარიან ჰოშეკი იმყოფებოდნენ.

1711541574

ლევან დავითაშვილი: წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა, მითუმეტეს, როდესაც რეგიონში მასობრივად მოხდა რეიტინგების გაუარესება, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა. 

1711540178

ლევან დავითაშვილი: მოგილოცავთ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით

„მოგილოცავთ თქვენ და თითოეულ ქართველს ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით. მინდა საქართველოს ნაკრებს ვუსურვო დიდი წარმატება უკვე ევროპის ჩემპიონატზე,“ - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პირველ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან მთლიანად საქართველოსა და თითოეულ ქართველს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა.  

1711539102

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: სარეიტინგო სააგენტო  Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული

„სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

1711531221

სილქფესტი რჩეულ ულიმიტო კომბინაციას და დიდი მოცულობის პაკეტებს გთავაზობთ!

28 მარტის სილქფესტი განსაკუთრებულია.  სილქნეტის მომხმარებლები, სპეციალურ ფასად  ჩაირთავენ  სასურველ პირობას 30 დღით:

1711531111

კვლევა: Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა

კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა. მაჩვენებელმა პირველი ორი წლის განმავლობაში გლობალურად დაიკლო. ცვლილება მეცნიერთათვის მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა. ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

1711530780

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა. 

1711525985