GE EN

ბიზნესი

„პიკი“ დასაწყისია!  - ახალი ენერგეტიკული სასმელი „ეფეს საქართველოსგან“

„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს.  ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,  მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.

1713533201

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული არაბთა საამიეროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარებას და ა.შ. საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

1713532979

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტს ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორას შეხვდნენ.

1713532784

ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ.

1713532731

ირაკლი ნადარეიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება

„ბოლო პროგნოზით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების ბოლო შეფასების კომენტირებისას. 

1713520313

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.

1713519924

პრემიერმინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა.

1713518272

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ათეულში დასახელდა

  პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე, მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების Top 10 - ში მოხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად აეთეულში, დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები დასახელდნენ.

1713514547

ოთარ შამუგია: სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა.

1713513580

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში  ერგნეთსა და არბოში,  იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. 

1713513386

პოლ დენი: ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და  მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან დადებითად შეფასდა.

1713512746

გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში კიმ ჰი სანგს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

1713441199

გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში კიმ ჰი სანგს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

1713441199

პაატა კვიჟინაძე: ე.წ. ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიები არის დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები და თუ ვინმე დასანქცირებულია, ის უკვე გაჩერებულია, იმას არ უშველის საქართველოში გადავა, ინგლისში თუ იტალიაში

სანქციებზე, ზოგიერთისგან მიკვირს, თორემ ყველამ შეიძლება არ იცოდეს. ამერიკამ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას და საქართველო დაგიფარავს? ამერიკა და ევროპა სანქციებს რომ აწესებს, ჩინეთი მეორე ეკონომიკაა ნომინალში და გამოშვებული პროდუქციით პირველი ეკონომიკაა, ის ერიდება და არ აკეთებს მაგას და საქართველო დაიცავს, პაატა იქნება, გივი თუ ვინც გინდა იყოს? ასეთი სისულელე როგორ მოგივიდათ, ვინც ამას ამბობს, თურმე თუ საქართველოში მოიტანს და ანგარიშზე დადებს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

1713436835

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ყველა სარეალიზაციო ობიექტი ვალდებულია, განახორციელოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა და დაიცვას რეალიზაციის პირობები.

1713436170

სილქფესტი გთავაზობთ სხვადასხვა მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად!

სილქფესტის აქციით, 19 აპრილს, მომხმარებელი მთელი თვით გაიაქტიურებს ერთ ან რამდენიმე პირობას:  

1713430418

ირაკლი კობახიძე: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის " კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს აქ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება." - ასე ფასებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს. 

1713360261

თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სივრცეების მშენებლობა დააფინანსეს

თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება: აკვა პარკი - Green Aqua, პრემიუმ კლასის 80-ნომრიანი კორპუსი, ახალი აუზი, ჯაზ-კლუბი და საკონფერენციო სივრცეები.

1713353313

იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია

იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წესი, ზოგადად იაპონური რეალიების და, მათ შორის, სამზარეულოსადმი ინტერესს განაპირობებს. იაპონურ სამზარეულოს საქართველოში მოყვარულები არ აკლია, ამიტომ ყველა სიახლე – კვების ახალი ობიექტის გახსნა თუ ტრადიციულ მენიუში მანამდე უცნობი კერძის დამატება – მომხმარებლის ინტერესს ყოველთვის იწვევს.

1713353180

ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ღონისძიება გაიმართა

ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით  „თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის-ყველა სისხლდენითი დაავადების დიაგნოსტირება“ გაიმართა. შეხვედრა ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის  ეგიდით მოეწყო და მთავარ მიზანს ჰემოფილიით გამოწვეული ზიანის შემცირება და სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროების შეხსენება წარმოადგენდა.

1713342217

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რაც საქართველოში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.

1713341255

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

1713341151

სილქნეტის მხარდაჭერით სათხილამურო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა

2023-2024 წლის სათხილამურო სეზონი 13 აპრილს საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა.

1713274429

ქალს, რომელმაც ქმრის მკვლელობა დაიბრალა და პროკურატურას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

1713268770

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. 

1713267018