ბიზნესი
თითქმის ერთი წელია, რაც სილქნეტი National Geographic საქართველოს რედაქციასთან ერთად, ჟურნალში გამოქვეყნებული საავტორო სტატიების აუდიო ვერსიებს ქმნის, რომლებსაც ცნობილი მსახიობები კითხულობენ.
1711623923
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წელი 22 ბენეფიციარის მხარდაჭერით დაიწყო. სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 3 ვეტერანსა და 19 სამხედრო მოსამსახურეს. ამისათვის ფონდიდან 105 006.54 ლარი გამოიყო, რომელიც გარდა სამხედროებისა, მოხმარდა მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს, რასაც ითვალისწინებს ფონდის კრიტერიუმები.
1711623815
ოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები სახელმწიფო უწყებების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.
1711617539
შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს სთხოვა უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესონ ჩინეთის ჩიპების წარმოების მომსახურებაზე. ამის შესახებ Bloomberg წერს.
1711617180
2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.0 პროცენტით - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
1711616746
2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
1711616571
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადების გადახდის სავადო თარიღია. ამასთან, მიმდინარე წლის 1 აპრილი - 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღია.
1711616402
თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება.
1711611381
„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
1711609621
28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს აეროპორტსა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირ კავშირს და ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
1711608207
2024 წლის 4 მაისიდან - ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი,იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.
1711604491
"დაუვიწყარია თქვენი შესანიშნავი ღვინო და ღვინის გზა, თქვენი გასაოცარი ხედები, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ასე რომ, როგორც ნახეთ, მე უამრავი მიზეზი ჩამოვთვალე, რომლის გამოც შესაძლებელია საქართველოში ჩამოსვლა. ესაა ქვეყანა ყველა კატეგორიის ტურისტისთვის, ყველასთვის ვისაც უყვარს ლაშქრობა, კულტურა, ღვინო…" - ასე დაახასიათა ჩვენი ქვეყანა ბელგიის ელჩმა მიშელ პეტერმანმა.
1711602301
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტში ცვლილებები შევიდა.
1711551353
„ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს; სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.
1711550416
თიბისი, ტრადიციულად, აგრძელებს ბიზნესისთვის ხუთშაბათის შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე “ონორეში” გაიმართება.
1711548439
თბილისში ვაკის რაიონის დამეგობრებული პრაღის მეექვსე ოლქის ადგილობრივი მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შედგა. კერძოდ, საქართველოში ჩეხეთის დედაქალაქის ვაკესთან დამეგობრებული რაიონის, პრაღა 6-ის მერი, იაკუბ სტარეკი და მისი მოადგილეები, მარიანა ჩაპკოვა და მარიან ჰოშეკი იმყოფებოდნენ.
1711541574
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა, მითუმეტეს, როდესაც რეგიონში მასობრივად მოხდა რეიტინგების გაუარესება, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა.
1711540178
„მოგილოცავთ თქვენ და თითოეულ ქართველს ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით. მინდა საქართველოს ნაკრებს ვუსურვო დიდი წარმატება უკვე ევროპის ჩემპიონატზე,“ - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პირველ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან მთლიანად საქართველოსა და თითოეულ ქართველს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა.
1711539102
„სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.
1711531221
28 მარტის სილქფესტი განსაკუთრებულია. სილქნეტის მომხმარებლები, სპეციალურ ფასად ჩაირთავენ სასურველ პირობას 30 დღით:
1711531111
კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა. მაჩვენებელმა პირველი ორი წლის განმავლობაში გლობალურად დაიკლო. ცვლილება მეცნიერთათვის მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა. ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
1711530780
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
1711525985
სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე პერიოდში რისკები დაბალანსებულია და საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა. მისი შეფასებით, აღნიშნული საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ეკონომიკური ინსტიტუტების სიძლიერემ განაპირობა, რაზეც ხაზგასმულია სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში.
1711525926
ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ - ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს.
1711465418
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში „აგროჰაბის“ ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კომპანიის დამფუძნებლებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დედაქალაქისთვის ახალი და რაც მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის სტანდარტებით მომუშავე ობიექტის შემატება.
1711460563