მთავარი » ეკონომიკა » საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM 2017
საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM 2017
15:41 | 14 ნოემბერი, 2017

საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM 2017

ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Euronews საქართველოს ტურისტული მიმართულებით დაინტერესდა. რატომ უნდა ვეწვიოთ თქვენს ქვეყანას? ამ კითხვით ევრონიუსის ჟურნალისტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს მიმართა. Euronews-თან ინტერვიუში გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველო უნიკალური კულტურის, უნიკალური დამწერლობის ქვეყანაა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო. საქართველო ღვინის სამშობლო და ევროპული ცივილიზაციის სახლია. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს არის ულამაზესი ბუნებაა, მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, ულამაზესი მთები და ზღვისპირა კურორტები", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძე.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM 2017 საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო კომპანიები: Caucasus Travel; IRC; OMNES TOUR; MIMINO TRAVEL; GT-GROUP; COLORS TOUR GEORGIA; AKA GROUP; UNIVERSAL TRAVEL; GEORGICA TRAVEL; EXPLORE GEORGIA; FUTURE TRAVEL; EXOTOUR; VISITGEORGIA; GEORGIAN HOLIDAYS; FREE SPIRIT TOURS.

დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 51 ათასზე მეტი ტურიზმის სფეროს ექსპერტი, ბიზნესმენი, ჟურნალისტი და სტუდენტი დაესწრო. ლონდონის გამოფენაზე 5 ათასამდე ტურისტული მიმართულება და კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენა დიდ ბრიტანეთში 37 წელია იმართება.