სილქ როუდ ბანკი განცხადებას ავრცელებს

სილქ როუდ ბანკი განცხადებას ავრცელებს

"გვინდა ავღნიშნოთ, რომ სს "სილქ როუდ ბანკის" მსესხებლის მზევინარ ჯაფარიძეს შესახებ 2018 წლის 18 მარტს პირველ არხზე გადაცემა "ახალ კვირაში" გასულ სატელევიზიო სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის დამახინჯებული და არ შეესაბამება სინამდვილეს", - ამის შესახებ განცხადებას სილქ როუდ ბანკი ავრცელებს.

მზევინარ ჯაფარიძეს მართლაც 2011 წლიდან აქვს პრობლემები ბანკთან და ბანკი ყოველთვის ცდილობდა ეს პრობლემები დაეხურა მორიგების გზით.  ბანკმა არაერთხელ მოახდინა მისი სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მისცა შეღავათები სესხის გადახდაზე.

მზევინარ ჯაფარიძესთან ბანკს ჰქონდა სასამართლო დავა 2012 წელსაც, რა დროსაც სასამართლომ ბანკის სასარგებლოდ გადასახდელად დააკისრა გარკვეული თანხა. მიუხედავად ამისა ბანკმა არ გამოიყენა ეს უფლება და იძულების წესით არ აღასრულა ხსენებული სასამართლო გადაწყვეტილება.

ყველა სასამართლო პროცესი და საჯარო აუქციონი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, მსესხებელს და მის წარმომადგენლებს საქმის მსვლელობის ყველა ეტაპზე ქონდათ შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები დაეცვათ სასამართლოს გზით და ყველა ქმედება განხორციელებულია კანონმდებლობის ნორმათა დაცვით.

იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას საჯაროდ ვისაუბროთ მსესხებლის შესახებ ბანკში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე, მის მიერ გადახდილ თანხებზე, ანგარიშზე არსებულ ბრუნვებზე და  სასესხო გარიგების დეტალებზე, უფრო სიღრმისეულ კომენტარს ამ საქმეზე ვერ გავაკეთებთ, თუ კი აღნიშნულზე უფლებას არ მოგვანიჭებს შესაბამისი სუბიექტი კერძოდ კი ქალბატონი მზევინარი.

ამასთან ერთად ავღნიშნავთ, რომ  ბანკი მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცეს ამ საქმეზე დეტალური კომენტარი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.