გიორგი ვაშაძე: აუქციონამდე რამდენიმე საათით ადრე, ფონდის რეგისტრაცია დაგვიხარვეზეს

გიორგი ვაშაძე: აუქციონამდე რამდენიმე საათით ადრე, ფონდის რეგისტრაცია დაგვიხარვეზეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დილიდან ეკონომიკის სამინისტროსთან არიან შეკრებილები. ისინი კომპანია RMG გოლდის წინააღმდეგ, აუქციონში იღებენ მონაწილეობას. როგორც "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამინისტროსთან განაცხადა, აუქციონამდე რამდენიმე საათით ადრე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ,მათ ეცნობათ რომ ფონდის რეგისტრაცია დახარვეზდა.

"როგორც ვთქვით, ჩავერთეთ აუქციონში და პროცესს მივყვებით ბოლომდე. გუშინ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დაგვიკავშირდნენ იუსტიციის სახლიდან და გვითხრეს, რომ ჩვენი ფონდის წესდება დახარვეზდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონდმა ვერ გაიარა რეგისტრაცია. ოპოზიციურმა პარტიებმა ფონდი დავარეგისტრირეთ აუქციონში მონაწილეობისთვის,RMG გოლდის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ველოდით მსგავსს სცენარს, სწორედ ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, პარალელურად დავრეგისტრირდი მეც ფიზიკურ პირად და ვიღებთ აუქციონში მონაწილეობას.

ეს ყოველივე ადასტურებს, რომ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორი, ამ შემთხვევაში RMG გოლდი, არიან დანაშაულებრივ შეთქმულებაში და ყელაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე მიითვისონ კიდევ უფრო მეტი თანხები. ჩვენ ვრჩებით სამინისტროსთან და ვაგრძელებთ აუქციონში მონაწილეობას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

5 წუთის წინ

18-19 აგვისტოს, 15:00-დან 23:00 საათამდე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება ბათუმში, ერას მოედანზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა...