იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 10.8%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 10.8%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 446.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 132.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (30.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 314.0 მლნ. აშშ დოლარი (4.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29.7 პროცენტი და იმპორტში 25.4 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27.8, 28.6 და 27.6 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში 27.1 პროცენტი).

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...