"სიტი პარკის" იურისტებმა მერიის გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასტურად მასალები წარმოადგინეს

"სიტი პარკის" იურისტებმა მერიის გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასტურად მასალები წარმოადგინეს

თბილისის მერიამ  კომპანია "სიტი პარკს" ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე გადაწყვეტილებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სიტი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. "სიტი პარკში" მიაჩნიათ, რომ მათ  მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს  მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან,  მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას "სიტი პარკის" მფლობელები პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ "სიტი პარკის" გენერალური დირექტორი ბინიამინ ლაჰავი, კომპანიის იურისტები თამარ შუბითიძე და ნანუკა ავალიანი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებასა და ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხეს.

"მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა პარკირების ნიშნების და მონიშვნების არასათანადოდ, არაჯეროვნად აღჭურვა. სწორედ ამიტომ შპს "სიტი პარკს" მიაჩნია, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კონტრაჰენტის მიერ შეწყდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას - 13 მარტს, კერძოდ, მერია არ დაელოდა სასამართლოს დაედგინა მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, არ მოითხოვა კომპანიის იმ დღისათვის შესრულებული სამუშაოს ანგარიში და  არ გაითვალისწინა ის ფაქტი რომ "სიტი პარკი" წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ამასთან,  არ ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებაში", - განმარტა  თამარ შუბითიძემ.

პრესკონფერენციაზე "სიტი პარკის" იურისტებმა მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს მერიის გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასტურად საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი, მათ მიერ მოწოდებული ფოტოები წარწერით „აკლია ნიშანი“ წარუდგინეს, თუმცა მათივე ფოტოზე მკაფიოდ ჩანდა  პარკირების ნიშანი.

"განკარგულებიდან ირკვევა 32 157 პარკირების ადგილიდან მათი შეფასებით 751 ლოკაციაზე გამოიკვეთა პრობლემა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოგზავნილ საქმის მასალებში მერიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები უფრო მეტად ვლინდება ვიდრე კომპანიის. მაგ: პარკირების ზონის გაუქმების გარეშე მერიამ დაამონტაჟა ამკრძალავი ნიშანი, სიტი პარკის დამონტაჟებული პარკირების ნიშანი კი პოლიეთილენის პარკით დაფარა. სწორედ ზემოაღნიშნულის მსგავსი ფაქტები გახდა საფუძველი სარჩელით მიგვემართა სასამართლოსთვის, ვინაიდან როგორც ოქტომბერში ისე ამჯერად კომპანიას აქვს სათანადოდ არგუმენტირებული მტკიცებულებები, რომ არ არსებობდა განკარგულების არც სამართლებრივი, არც კანონიერი და არც მიზნობრივი საფუძვლები", - ითქვა პრესკონფერენციაზე.

გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას არასოდეს ჰქონია ვალდებულება, რომ აეშენებინა ახალი მიწისზედა ან მიწისქვეშა პარკინგები. კომპანიის ვალდებულება იყო მოეწყო მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებზე პარკინგის ტერიტორიები: დაეხაზათ ქუჩები  და დაემონტაჟებინათ ნიშნები.

პრესკონფერენციაზე ასევე შეეხნენ  მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის საკითხს, რაც "სიტი პარკის" უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა. კერძოდ, მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა შეზღუდული იყო  კანონმდებლობით სხვადასხვა შემთხვევებში, მათ შორის,  შშმ პირისთვის გამოყოფილი საპარკინგე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებისა და ფეხით მოსიარულეების გადასასვლელ ადგილებზე. ინსპექტორები დღესაც ასრულებენ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და იმყოფებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზის გაუსვეს დღეს არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, დედაქალაქის მერის განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა, ხშირია შეურაცხყოფა და ძალადობის ფაქტები მოქალაქეების მხრიდან "ვიმედოვნებთ სამართალდამცავები ისევე განაგრძობენ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. კომპანიის ინსპექტორები კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც ინსპექტირებისას ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ. კომპანია არ დაუშვებს შპს "სიტი პარკში" დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ნანუკა ავალიანმა.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

8 საათის წინ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...