ქუმსიშვილი: ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები

ქუმსიშვილი: ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად ადგილზე გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

"მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია "დოპელმაიერის" ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.

ამასთან ერთად, კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

3 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...