ქუმსიშვილმა უკრაინის დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩს პირადად მიაწოდა

ქუმსიშვილმა უკრაინის დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩს პირადად მიაწოდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი პირადად ესაუბრა უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს  და გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის შედეგად უკრაინის დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

"ველაპარაკე უკრაინის ელჩს და დეტალურად ავუხსენი სიტუაცია.  რა თქმა უნდა, დავარწმუნე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქეების, ასევე ყველა დანარჩენი მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი-ვიცე პრემიერი ამ წუთებში  გუდაურში იმყოფება, სადაც  ცოტა ხნის წინ,  სათხილამურო ტრასაზე,  ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ.

დაშავებულთა შორის უკრაინის 3 მოქალაქეა. ერთი მათგანი უკვე გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში. დაშავებულთა შორის ასევე არიან ერთი შვედეთის მოქალაქე, ოთხი კი რუსეთის მოქალაქე.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

16 საათის წინ

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...