დიმიტრი ქუმსიშვილმა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი საზეიმო ვითარებაში გახსნა. ოფისში 114-ის სწრაფი რეაგირების ათი ოპერატიული ჯგუფი განთავსდება. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ახალი ოფისის გახსნაზე პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რომა მიქაუტაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

კომპანიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სწრაფი რეაგირების სამსახურის ცენტრი შეიქმნა. ამიერიდან, გაზის მიწოდება და წნევა  მთავარი ოფისიდან და აღნიშნული ცენტრიდან პარალელურად გაკონტროლდება, რითაც საავარიო სიტუაციების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის უწყვეტად და უსაფრთხოდ მიწოდებისთვის "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. ისინი შემთხვევის ადგილზე პირველები გადიან და მათი მუშაობა კომპანიისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ფასდაუდებელია.

ბუნებრივი გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის და ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ნომერზე 114.

პრობლემის დაფიქსირებისთანავე, 114-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფები მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოემსახურებიან აბონენტებს, ავარიული სიტუაციების დროს, თავად უზრუნველყოფენ კომპანიის სხვა სამსახურების ჩართვას შექმნილი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად.

სწრაფი რეაგირების სამსახურის, 114-ის ახალი  ოფისის გახსნა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსაფრთხოების სოციალურ კამპანიის „მეტი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში  დაიგეგმა.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...