ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს

ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს

15 მარტიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 4-წლამდე ვადით. ინფორმაციას ამის შესახებ ვითიბი ბანკი ავრცელებს.

წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,9%-დან 11,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან - 14,99%-მდე). აქციის პირობების თანახმად სესხის განაკვეთი დამოკიდებულია ვადაზე, რაც ნაკლებია ვადა, მით ნაკლებია პროცენტი.

აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხებზე საგაზაფხულო აქციის პირობები მოქმედებს  15 აპრილამდე.