IKEA-ს დამაარსებლის ანდერძით, ქონების ნახევარი შვედეთის მთიანი ნაწილის განვითარებას მოხმარდება

IKEA-ს დამაარსებლის ანდერძით, ქონების ნახევარი შვედეთის მთიანი ნაწილის განვითარებას მოხმარდება

2018 წლის იანვარში გარდაცვლილი შვედური ფირმა IKEA-ს დამაარსებლის, მილიარდელი ინგვარ კამპრადის ანდერძის მიხედვით, ქონების ნახევარი  შვედეთის ჩრდილოეთი, მთიანი და ტყიანი ნაწილის განვითარებას მოხმარდება.

მისი მოკრძალებული ცხოვრების შესახებ ლეგენდები ვრცელდებოდა. იგი დადიოდა 1993 წელს გამოშვებული ვოლვოთი, სადილობდა მუშათა სასადილოში, ჩერდებოდა მეათე ხარისხოვან სასტუმროში და სხვა.

შვედეთში გამოქვეყნდა მისი ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ დარჩენილი 46 მილიარდი დოლარიდან ის მხოლოდ ნახევარს უტოვებს თავის 4 შვილს, დანარჩენი კი მოხმარდება შვედეთის ჩრდილოეთი, მთიანი და ტყიანი ნაწილის განვითარებას, რათა მოსახლეობამ ის ადგილები არ დატოვოს.