საქსტატი: RMG-ი 50 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის სიაშია

საქსტატი: RMG-ი 50 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის სიაშია

RMG -ი 50 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალში მოხვდა, - შესაბამისი სია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდა RMG-Gold-ი და სააქციო საზოგადოება RMG Copper-იც. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები შედიან.

2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი განხორციელდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.