მაიქროსოფთმა თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გამართა

მაიქროსოფთმა თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გამართა

სასტუმრო "თბილისი რუმსში" "მაიქროსოფთმა" ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება "აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო" გამართა. ციფრული ევოლუციის ფორუმში მონაწილეობა  ბიზნესის ლიდერებმა და IT განყოფილების წარმომადგენლებმა კომპანია "მაიქროსოფთის" მოწვევით მიიღეს.

ღონისძიება "მაიქროსოფთ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ  გახსნა: "ეს არის პირველი მასშტაბური ფორუმი, რომელიც მაიქროსოფთის ორგანიზებითა და ხელშეწყობით  საქართველოში ჩატარდა. ფორუმი მოიცავს კომპანიის გადაწყვეტილებების გაცნობას მომხმარებლისთვის, რაც მათ დაეხმარებათ მოახდინონ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და მიაღწიონ უფრო მეტ შედეგს. ჩვენ ამით დავეხმარებით  კომპანიებს, რათა მათ გააჩნდეთ  უფრო მეტი შესაძლებლობები ციფრული  ტრანსფორმაციის მიმართულებით".

შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა.

"ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეთმობოდა იმის გაცნობიერებას, თუ  სად არის ზღვარი ადამიანსა და მანქანას შორის? როგორ შეიძლება, ადამიანმა იცხოვრობს მანქანასთან ერთად? სად იქნება მომავალი ? ჩემი  მარტივი პასუხი ამ ყველაფერზე არის შემდეგი :  სამი რამ, რომელსაც კომპიუტერი ვერ შევცლის, ეს არის : გავიგე, აღვფრთოვანდი და სინდისი მქეჯნის. ვფიქრობ, რომ ყველა ის ფორუმი, თუ შეკრება, რომელიც საქართველოში ემსახურება  IT ტექნოლოგიის შესახებ უფრო მეტ ინფორმირებულობასა და  გავრცელებას, ამავე სფეროში  მომუშავე ადამიანებისთვის ერთგვარი ორიენტირი იქნება. მათ  ეცოდინებათ თუ რა მიმართულებით მიდიან, ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიც მაგალითად, მაიქროსოფთია", - განმარტა IT ტექნოლოგიების სპეციალისტმა ანდრო დგებუაძემ.

ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს დაუკავშირდნენ ტექნიკური ექსპერტები, დამოუკიდებელი Software მომწოდებლები, მაიქროსოფთის პარტნიორები და 100-ზე მეტი წამყვანი ბიზნესის ტოპ მენეჯერი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ წარმატებულ IT გადაწყვეტილებებს 3 ინდუსტრიული მიმართულებით, კერძოდ,  სამთავრობო, ფინანსების და გაყიდვების სფეროებში.

"პირველად ვიმყოფები საქართველოში და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ.  ჩევნი მსოფლიო იცვლება დრამატულად. აქ  ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ, თუ რა არის ციფრული ტრანსფორმაცია? რა არის ის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე? ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იმყოფები, მთავარია, ფეხი აუწყო ციფრულ ტექნოლოგიებს და არ ჩამორჩე", - განმარტავს "მაიქროსოფთის" წარმომადგენელი მილადი სტუმბუ.

შესაბამისად, კომპანია "მაიქროსოფთის" ძალისხმევით საგანგებოდ შეირჩა პარტნიორები, რომელთა რეალური IT გადაწყვეტილებების  დემონსტრირება ნათელს ხდის, თუ როგორ გააუმჯობესონ არსებითად ბიზნესის პროცესი და მოამზადოთ თქვენი კომპანია ციფრული ეპოქისათვის.

კომპანია "მაიქროსოფთი" დაარსდა 1975 წელს (Nasdaq "MSFT") და ის მსოფლიო ლიდერია პროგრამული უზრუნველყოფის, მომსახურების და გადაწყვეტების სფეროში, რომელიც ეხმარება ადამიანებს და ბიზნესებს მათი სრული პოტენციალის რეალიზაციაში. „მაიქროსოფთ საქართველო“  2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია კორპორატიული კლიენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზების ხელშეწყობა.

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

15 ივნისი, 2018

მერიის ტრანსპორტის სამსახურში დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას გადახედავს - ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ...