შპს "სი-ტი პარკ"-ის განცხადება კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

შპს "სი-ტი პარკ"-ის განცხადება კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

ქალაქის მერის მიერ შპს "სი-ტი პარკ"-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ  გამძაფრდა აგრესია კომპანიის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ ინსპექტირებისას.

შპს "სი-ტი პარკ"-ი იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცულ იქნეს კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შპს "სი-ტი პარკ"-ის ინსპექტორებს განაგრძნონ საქმიანობა ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი.  აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ მივიღებთ შესაბამის მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოებისგან.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია არ დაუშვებს შპს "სი-ტი პარკ"-ში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერიისგან გატარებულ იქნება ყველა ზომა მოქალაქეთა, მათ შორის შპს "სი-ტი პარკ"-ის ინსპექტორების უსაფრთხოების დასაცავად.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

3 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...