აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

13 მარტს, ამერიკის შეერთევბულ შტატებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ -  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა  დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან გენდერულ საკითხებში, ჯოანა როპერთან.
 
ჯოანა როპერმა ინტერესი გამოხატა სავალდებულო გენდერული კვოტირების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს შემდეგ კვირაში.
 
ქალბატონმა როპერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა დიდ ბრიტანეთშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და რომ ამ მხრივ, საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მისაბაძი მაგალითია ბევრი ქვეყნისთვის.
 
საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ჯანეტ კამილონს, დომინიკის რესპუბლიკის ქალთა მინისტრს.
 
"საქართველოს მსგავსად, დომინიკის რესპუბლიკაშიც გამოწვევაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. სწორედ, ამიტომ შეიქმნა ქვეყანაში სპეციალური სამინისტრო ქალთა საკითხებზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანეტ კამილონმა. 
საინტერესოა, რომ 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტში დომინიკის რესპუბლიკის მეგობართა ჯგუფი არსებობს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

15 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...