საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ITB Berlin-ზე საქართველოს სტენდი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, 3D ვირტუალური რეალობის სათვალეებით კი ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ITB Berlin"-ზე მსოფლიოს 186 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

გამოფენას 110 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ბერლინის გამოფენაზე 28 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, იმერეთის გუბერნია, LLC Georgian bus, Colour Tour Georgia Ltd; Guide of Georgia Ltd, Gallery Palace; Forty Travel Ltd, Travel Hub Georgia; Caucasus Travel, New Adventure, GeorgiCa Travel; Qualitrips, MEET IN GEORGIA, GEORGIA INSIGHT; Best Travel, GEORGIAN DMC LTD; Tourist Agency Visit Georgia; CONCORD TRAVEL, Crowne Plaza Borjomi, GEORGIA TRAVEL RSP; Mimino Travel; Museum Hotel; Rizzordi Ltd; GDM; Georgian Discovery Tour, GT Group, Omnes Tour.

ITB Berlin"-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს მუსიკალური კონკურსის The Voice of Germany-ის გამარჯვებული ნათია თოდუა მიიწვია, რომელმაც გამოფენის მონაწილეებისთვის სიმღერები შეასრულა.- ქართველი მომღერალი გერმანიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. საქართველოს სტენდთან ნათია თოდუას გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

3 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...