2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა

2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წელს  ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო - 304.3 მლნ. აშშ დოლარით (16.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორები 294.6 მლნ. აშშ დოლარით (15.8 პროცენტი).

"საქსტატის" ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა (25.9 პროცენტი - 482.1 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი - 279.0 მლნ აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი - 250.4 მლნ აშშ დოლარი).

"საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ოპერირებისა და ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

10 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...