მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ირმა ხეცურიანს ბიუჯეტიდან ნაყიდი ყვავილები მიართვა

მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ირმა ხეცურიანს ბიუჯეტიდან ნაყიდი ყვავილები მიართვა

2017 წლის 10 ივლისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა (ახლა კულტურისა და სპორტის სამინისტრო) მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, პარამოფარიკავე, მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული, ირმა ხეცურიანი საავადმყოფოში მოინახულა.

ქართველ სპორტსმენს მსოფლიო თასზე გამოსვლისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სამშობლოში დაბრუნებულს კი სარეაბილიტაციო კურსის გავლა საავადმყოფოში მოუხდა. მის სანახავად ტარიელ ხეჩიკაშვილი ყვავილების თაიგულით მივიდა.

როგორც "აიპრესმა" შეიტყო, ყვავილებისთვის თანხა, მაშინდელმა მინისტრმა სამინისტროს შესყიდვების სამსახურს გამოაწერინა. კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 10 ივლისს, სამინისტრომ 100 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა შპს "პროგრეს გრუპთა", რომელიც ბაზარზე Flowers.ge-ს ბრენდით არის წარმოდგენილი. (ს/კ:404865151). სწორედ "ფლაუერს.გე"-ში სახელმწიფოს თანხით შეძენილი ყვავილები მიართვა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პარასპორტსმენს.

"აიპრესმა" როგორც ფლაუერს.გე-ში გაარკვია, თაიგული 66 ლარი ღირს, ხოლო თუ სამინისტრო მიტანის სერვისითაც ისარგებლებდა, ის დამატებით ათი ლარი დაჯდებოდა. თუმცა, "აიპრესისთვის" სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში არ ჩანს, ისარგებლა თუ არა უწყებამ თაიგულის ადგილზე მიტანის სერვისით.

სპორტისა და კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს თაიგული არა ხეჩიკაშვილმა, არამედ მისი პროტოკოლის სამსახურმა შეიძინა, თუმცა კითხვაზე - პროტოკოლის სამსახურმა მიართვა ირმა ხეცურიანს თუ მინისტრმა თაიგული, აცხადებენ, რომ სამინისტროს წარმოადგენდა ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"ირმა ხეცურიანისთვის განკუთვნილი თაიგული შეიძინა არა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, არამედ მინისტრის აპარატმა. მინისტრის აპარატს საპროტოკოლო მომსახურებისთვის აქვს გარკვეული თანხა გამოყოფილი, მათ შორის არის თანხები თაიგულისთვის, ღვინისთვის, საჩუქრებისთვის და ა.შ.", - განაცხადეს სპორტისა და კულტურის სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ქონება ოფიციალურად 11 მილიონს სცდება და მინისტრის პოსტზე მუშაობისას, არსებული მონიტორინგის შედეგებით, 6 ყველაზე მდიდარ მინისტრს შორის შედიოდა.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

10 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...