"სვანეთი ჰიდრო" ჰესებს, მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2, წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGlOBAL-თან ერთად აშენებს

"სვანეთი ჰიდრო" ჰესებს, მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2, წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGlOBAL-თან ერთად აშენებს

კომპანია "სვანეთი ჰიდრო" დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესებს, მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2, თანამედროვე ტექნოლოგიური  სტანდარტების  სრული დაცვით აშენებს. მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი მსოფლიოში  აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.

"სვანეთი ჰიდრო" ჰესის მშენებლობას დიდი გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს, რომელსაც 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ჰესი აქვს აშენებული, როგორც ევროპაში ისე, ლათინურ ამერიკაში.

აღსანიშნავია, რომ ჰესი დარგში არსებული საუკეთესო ტექნოლოგიებით შენდება, მასში დამონტაჟდება მსოფლიო ლიდერი კომპანია KOSSLER-ის ტურბინები. მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2  ავსტრიული კომპანიების კონსორციუმის Convex-Hydroconsult-ის მიერაა დაპროექტებული.

"სვანეთი ჰიდრომ" კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპერტო დასკვნების  მოპოვების გარდა, მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გამართა. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა მესტიის თემთა საბჭოს წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც კომპანიამ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები და  შეთავაზებები.

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით,  კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის  უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. "სვანეთი ჰიდრომ" ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციისთვის 600 000 ლარი გამოყო. კომპანია მსგავსი ტიპის სოციალურ პროექტებს მომავალშიც გააგრძელებს.

მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2-ის  სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებული.  მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ  დოლარია.

ეკოლოგიურად უსაფრთხო მწვანე ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

1 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...