თიბისი გალერეაში ახალგაზრდა პიანისტების კონცერტი გაიმართა

თიბისი გალერეაში ახალგაზრდა პიანისტების კონცერტი გაიმართა

8 მარტს,  თიბისი გალერეაში ცნობილი  ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირას" ახალგაზრდა მუსიკოსების  კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

კონცერტზე  კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვამ, 12 წლის თათია მგალობლიშვილმა, 13 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 14 წლის ილია ლომთათიძემ და 14 წლის ბარბარე თათარაძემ შეასრულეს.

"თიბისი" ბანკი უკვე მრავალი წელია საქველმოქმედო  ფონდ "ლირას" გულშემატკივრობს, რომელიც 2013 წელს  გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ დაარსა.

ფონდის   ხელშეწყობით, ახალგაზრდა ვირტუოზები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ, მასტერკლასებსა და პრესტიჟულ გალა კონცერტებში  და უკვე დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს.

ბარბარე თათარაძე  ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა და დიდი წარმატებით წარსდგა მსმენელის წინაშე  ამსტერდამის ცნობილ დარბაზ - კონცერტგებოუში. მის ლაივ-კონცერტს ხშირად  აშუქებს ფრანგული არხი MEZZO.

ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე  პირველი ადგილი დაიკავა და უკვე მრავალი მოწვევა აქვს  რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე.

ანაჰიტ სტელმაშოვამ კი 2017 წლის ბათუმის ფესტვალის ფარგლებში გამართულ კონკურსზე მოიპოვა ფონდ SOS Talents-ის გრანპრი.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...