ჯიპიაი ჰოლდინგი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ჯიპიაი ჰოლდინგი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დღეს, 9 მარტს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში კი 5-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

კომპანიის ზარალების დარეგულირების სამსახური და ცხელი ხაზი, 2 505 111, საგანგებო რეჟიმში იწყებს მუშაობას, რათა დროულად დაფიქსირდეს ამინდის გაუარესების გამო მომხდარი შემთხვევა და დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ, შესაძლოა,  დედაქალაქში 30 მ/წმ-მდე მიაღწიოს. ასევე, არსებობს საშიშროება ზოგიერთ მდინარეზე წყლის დონის საშიშ ნიშნულამდე მატების. ჯიპიაი ჰოლდინგი მოსახლეობას და დაზღვეულებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციას აძლევს, თავი შეიკავონ მიმდინარე სამშენებლო ობიექტებთან გადაადგილებისკენ, ასევე მოერიდონ ზღვისა და მდინარეების სანაპიროებს.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

1 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...