8 მარტი არ არის ყველასთვის - ირინა სავიცკაიას საქმე

8 მარტი არ არის ყველასთვის - ირინა სავიცკაიას საქმე

მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ქალთა უმეტესობა აღნიშნავს გაზაფხულის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს, უნდა გავიხსენოთ იმ ქალების ისტორიები, რომლებიც დაუმსახურებლად იდევნებიან და განიცდიან ზეწოლას.

საუბარია უკრაინელ ირინა სავიცკაიაზე, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ბრალდებით უკვე მეცხრე თვეა იმყოფება რუსთავის კოლონიაში და ელოდება ექსტრადიციას უკრაინაში.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებები გაყალბებულია და წარმოადგენს უკრაინის ოპოზიციონერის პოლიტიკური დევნის კამპანიის ნაწილს. ამასთან, ერთი კონკრეტული ადამიანი საქართველოში - მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის აუტისტ მოზარდს - გახდა ამ პოლიტიკური ბრძოლის მძევალი.

პოლიტიკური თამაშების მძევალი

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში გამოცხადდა ირინა სავიცკაიას ძებნა, რომელსაც ბრალად ედებოდა თაღლითობა. მას ბრალად სდებდნენ «АТБ» სუპერმარკეტების ქსელის ქონების მითვისებას, რომლის ღირებულება შეადგენს 4 მილიონ დოლარს. სინამდვილეში, ირინა მუშაობდა ბუღალტრად ერთ-ერთ მიმწოდებელ კომპანიაში. და როდესაც «АТБ» უარი განაცხადა გადაეხადა მიღებული საქონლის თანხა, ირინა ამზადებდა საბუთებს სასამართლოში დავის მოგვარებასთან დაკავშირებით.

"АТБ" მიიჩნია, რომ ეს ქმედებები იყო თაღლითური და შეიტანა განაცხადი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. შედეგად, როდესაც ირინა საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, მასზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა დარჩენილიყო საქართველოში, რადგანაც თავის ქვეყანაში მას ელოდა პოლიტიკურო დევნა.

ადვოკატების განცხადებით, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ირინას მიერ «АТБ» ვალის არარსებობის შესახებ საბუთებზე ხელის მოწერა. გარდა ამისა, ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ აიძულონ ირინა ყალბი ჩვენება მისცეს დეპუტატ სერგეი რიბალკას წინააღმდეგ, რომელიც არის ოპოზიციური რადიკალური პარტიის ფრაქციის წევრი.

ამ დიდი უთანხმოების მიზეზი «АТБ»-ს მფლობელ გენადი ბუტკევიჩსა და სერგეი რიბალკას შორის (მისი ოჯახი მართავს ბიზნესს, სადაც მუშაობდა ირინა) არის როგორც პირადი უთანხმოება, ასევე უკრაინაში სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ოპოზიციის მიმართ საერთო პოლიტიკური ზეწოლა.

კერძოდ, Washington Times- ის ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში, უკრაინის ყოფილმა პროკურორმა დიმიტრი სუსმა განაცხადა, შეგნებულად როგორ გააყალბეს სერგეი რიბალკას საქმეები გამომძიებლებმა და პროკურორებმა გენერალური პროკურატურის სპეციალურ დეპარტამენტში. ასევე ეს გამომცემლობა დაინტერესებული იყო თავად ირინას ისტორიით და ყურადღებას ამახვილებდა გამოგონილ ბრალდებებზე და მის მიმართ ირაციონალურ აღკვეთ ღონიძიებებზე. გარდა ამისა, ჟურნალისტებმა შეძლეს ირინას და დეპუტატ რიბალკის პოლიტიკური დევნის საქმეების ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირება.

ადვოკატების აზრით, ამ სამართლებრივი დევნის „მარიონეტების მმართველებმა“ აირჩიეს ირინა ზეწოლის ობიექტად, რადგან ის არის ა)ქალი, ბ) მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის აუტისტ მოზარდს, გ) არ არის სახალხო ფიგურა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ისტორიის მიმართ ყურადღება მინიმალური იქნება. ზეწოლის ფორმაც შესაბამისად იქნა არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ირინა არ არის რეციდივისტი და არ ჩაუდენია ასეთი სახის მძიმე დანაშაულებები, იგი იმყოფება წინასწარ პატიმრობის ციხეში, არ უშვებენ გირაოთი ან შინა პატიმრობით. ამასთან, აუტისტ შვილს სჭირდება მუდმივი მოვლა და დედის მხარდაჭერა, ხოლო მამა ხშირად ვერ ახერხებს ჩამოსვლას და თუ ახერხებს, რამოდენიმე დღით, ისიც უკიდურეს შემთხვევაში.

საქართველოს როლი

როგორ მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ თამაში იყო ჩართული? გადაწყვეტილებას გირაოთი გამოსვლის უარის შესახებ ხომ საქართველოს სასამართლო იღებდა და საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო უარს ამბობდა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ფაქტიურად პოლიტიკური თავშესაფრის ტოლფასი იქნებოდა ირინასთვის. ირინას ადვოკატების თქმით, შეთანხმება წინასწარი პატიმრობის ციხეში ყველაზე მძიმე პირობებში ყოფნა და საქართველოში ყოველგვარი უფლების მინიჭების გარეშე შემდგომი უპირობო ექტრადიციის შესახებ მიღწეულ იქნა უკრაინის გენერალური პროკურატურის და საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობის დონეზე.

პროკურორის პირველი მოადგილე ევგენი ენინი. რა არის საქართველოს ხელისუფლების როლი და ადგილი ამ ისტორიაში ჯერ უცნობია. აშკარაა, რომ ეს არ ეხება მიხეილ სააკაშვილის "გაცვლას" (რადგანაც, ესენი არიან აბსოლუტურად სხვადასხვა "წონის" ფიგურები"). ასევე აშკარაა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის გარეშე ვერ მოხერხდება აშკარად გაყალბებულ საქმეზე ქალის დაკავება.

კიდევ ერთი საკითხი. თუ ირინა სავიცკის დანაშაული, და ასევე ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლი არ არსებობს, მაშინ რატომ არის აუცილებელი მისი ციხეში ყოფნა ცხრა თვე? სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინაში დაბრუნებით, ირინა ყოველივე ბრალდების გარეშე გაათავისუფლონ, რადგან გაყალბებული საქმე უკრაინის სასამართლოში ჩაიშლება.

ეს ყველაფერი თითქოს განზრახ არის მოწყობილი იმისათვის, რომ გახანგრძლივდეს მარტოხელა დედის არაადამიანურ პირობებში ყოფნა და გაიზარდოს ოპოზიციის პოლიტიკოსზე ზეწოლა.

ჩვენი ინფორმაციის თანახმად, ზუსტად ამან მიიქცია გავლენიანი ევროპელი პარლამენტარების ყურადღება, რომლებმაც თხოვნით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ირინას საკითხის მოგვარების თაობაზე და შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ უკრაინაშე ირინას შეიძლება ელოდებოდეს პატიმრობის წარმოუდგენელი პირობები, პოლიტიკური დევნა და ჩვენების იძულებითი აღიარება. საქართველოს ხელისუფლებისთვის ასეთი სახის დოკუმენტების გასაჯაროებამ და საერთოდ ამ საქმის ევროპარლამენტის დონეზე განხილვამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ხელისუფლების რეპუტაცია.

ამასობაში, აუტისტი ბავშვი იზრდება დედის გარეშე. მის სანახავად იშვიათად ჩამოდის მამა. ირინა სავიცკაია ელოდება მისი საქმის კიდევ ერთ განხილვას სასამართლოში, რადგან დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი ვადის გაგრძელება, "უაზრო" და "დაუნდობელი", რადგან ამ დროის განმავლობაში არ ჩატარებულა არანაირი გამოძიება და არც ექსტადიციაზე ყოფილა საუბარი.

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

16 საათის წინ

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს...