გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონში, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონში, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

"ახალი საქართველოს" ლიდერი, ამერიკული მხარის მოწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვაშაძემ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა. უწყების წარმომადგენლებთან განიხილეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ელექტრონული ჯანდაცვის მართვის სისტემის პროექტი, რომელიც „ინოვაციებისა და გავნვითარების ფონდის“ სპეციალისტების თანაავტორობით, უკრაინაში შემუშავდა.

"შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართეთ ვაშინგტონში, ჯანდაცვის სამინისტროში. ვისაუბრეთ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრონული ჯანდაცვის მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სრულიად შეცვლის მენეჯმენტს და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

ამერიკული მხარის ინტერესი გამოიწვია "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" თანაავტორობით შექმნილმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ უკრაინაში, რომელიც არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. 9 თებერვალს, ჩვენ გავმართეთ საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი ჩიკაგოში. მოწვეულ სტუმრებსა და დელეგატებთან ერთად, ვისაუბრეთ  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბლოკჩეინ ეკონომიკა, კრიპტოვალუტა, ბლოკჩეინის როლი მედიცინაში, დაზღვევაში და სხვა.  სასიამოვნოა, რომ ამას მოყვა მსგავსი სახის დაინტერესება და გამოხმაურება და  საშუალება გვაქვს, ახლა უფრო დეტალურად გავაცნოთ ჩვენი ხედვები ამერიკულ მხარეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა" მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ჩიკაგოში საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი გამართა. კონგრესზე, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან შემდგარი პლატფორმა, რომელიც 200-მდე ორგანიზაციასა და კომპანიას აერთიანებს.

ვაშინგტონში ვიზიტი 6 მარტს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა  სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. მათ შორის, აუციდენცია შედგება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკისა და  IMF-ის წარმომადგენლებთან. ასევე  შეხვედრები, ამერიკის სენატსა და კონგრესში.

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

9 საათის წინ

მიმდინარე წლის 20-22 სექტემბერს, საქართველო  უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას  უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 21 სექტემბერს, იგეგმება ღონისძიება, რომლის...