კომპანია "სვანეთი ჰიდრო" მესტიაჭალა ჰესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომპანია "სვანეთი ჰიდრო" მესტიაჭალა ჰესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ "სვანეთი ჰიდროს" მიერ დაბა მესტიაში მშენებარე მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2  არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და შენდება თანამედროვე ტექნოლოგიური  სტანდარტების  სრული დაცვით.  მსოფლიოში აღიარებულია, რომ მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებას ახდენს.

"სვანეთი ჰიდრო" ჰესის მშენებლობას წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს. rpGLOBAL-ი ოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც მსგავსი ტიპის ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშენებს, მათ შორისაა ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი და სხვა. rpGLOBAL-ის მთავარი მიმართულება სწორედ ენერგოგანვითარების სფეროში გარემოსდაცვითი სტანდარტების ინტეგრირებაა.

მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2 ავსტრიული კომპანიების კონსორციუმის Convex-Hydroconsult-ის მიერაა დაპროექტებული. ჰესი დარგში არსებული საუკეთესო ტექნოლოგიებით შენდება, მასში დამონტაჟდება მსოფლიო ლიდერი კომპანია KOSSLER-ის ტურბინები.

აღსანიშნავია, რომ "სვანეთი ჰიდრომ" კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპერტო დასკვნების  მოპოვების გარდა, მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გამართა. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მესტიის თემთა საბჭოს წარმომადგენლებთან.

ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას, მათ აზრსა და შეხედულებებს. შესაბამისად ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესები და რჩევები, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დავაფიქსირეთ.

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მესტიაში მუდმივად ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს. კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის  უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, მათ შორის "სვანეთი ჰიდრომ" ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 600 000 ლარი გამოყო. მსგავსი ტიპის სოციალური პროექტები მომავალშიც გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, ამით ჩვენს წვლილს  შევიტანთ მესტიის განვითარებაში.

მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2-ის  სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. იმედი გვაქვს, სამუშაო პროცესი დათქმულ ვადებში დამთავრდება. ეკოლოგიურად უსაფრთხო მწვანე ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.

ჰესის მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან. მივესალმებით ნებისმიერი ტიპის განხილვას, რომელიც კონსტრუქციულ ფორმატში მიმდინარეობს.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

2 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...