ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია პრემიერის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა

ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია პრემიერის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია პრემიერ-მინისტირს ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც იმერეთში სპეციალური აგროზონის შექმნას ითვალისწინებს.ასოციაცია სატვირთო გადაზიდვის ტერმინალის პროექტირებისა და, ზოგადად, ლოჯისტიკური საკითხების შესწავლა - დამუშავების პროცესში ჩართვისათვის გამოთქვამ სმზაობას.

"ჩვენ აგრალური ტვირთების ბაზრის კვლევისა და ამ ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე რკინიგზის წილის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისათვის მზად ვართ. ამასთან, რკინიგზის კონკურენტული უპირატესობების პოზიციონირებისათვის საჭიროა ალტერნატიული ტრანსპორტის ანალიზი, რომლის მომზადებაც უმოკლეს ვადებში შეგვიძლია", -  განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა ნუცუბიძემ.

მისი თქმით, ასოციაცია ასევე მზად არის განსაზღვროს და ანალიზი გააკეთოს იმ პარამეტრებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დამატებითი აგრალური ტვირთების ტვირთნაკადის მოზიდვა. ნუცუბიძის განცხადებით, აგრალური ტვირთების საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის  დამატებითი სერვისების შეთავაზებაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში სპეციალური აგროზონის შექმნა გუშინ დააანონსა. 100 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი იმერეთისათვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითრებასა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს. პრემიერის განცხადებით,  ლოგისტიკური ცენტრი იმერეთში, კოპიტნარის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

11 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...