ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თანამედროვე სტანდარტების ახალი ოფისი გახსნა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თანამედროვე სტანდარტების ახალი ოფისი გახსნა

დღეს, 7 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ფეიქრების ქუჩაზე, სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების ახალი ოფისი  გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

კომპანიის მენეჯმენტმა სტრატეგიული მნიშვნელობის დეპარტამენტებისთვის თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე შექმნა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამშენებლო ჯგუფები  მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული და  სამუშაოებს ევროსტანდარტის საინჟინრო ტექნოლოგიებით ახორციელებენ. კომპანიის სარეაბილიტაციო ჯგუფების თანამშრომელთა უმრავლესობამ გადამზადება ჯივიპის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწორედ, ეს გუნდი უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

"სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების თანამშრომლებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი  წვლილი შეაქვთ.  განახლებული ოფისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარება ამოცანების წარმატებით გადაჭრაში", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე. ჯივიპის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიის 3600 სპეციალისტს თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე და სათანადო  გარემო  შეუქმნას.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...