რა მოხდა ჰიპერმარკეტ "ბრიკორამაში"? - "უბრალოდ, 4 თანამშრომელი უმიზეზოდ არ გამოცხადდა"

რა მოხდა ჰიპერმარკეტ "ბრიკორამაში"? - "უბრალოდ, 4 თანამშრომელი უმიზეზოდ არ გამოცხადდა"

"აიპრესის" ინფორმაციით, ფრანგული წარმოების ჰიპერმარკეტ "ბრიკორამას" რამდენიმე თანამშრომელი პროტესტის ნიშნად სამსახურში არ გამოცხადდა. როგორც ჩვენთვის კარგად ინფორმირებული პირი იტყობინება, ამის მიზეზი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ანაზღაურების დაქვითვასთან დაკავშირებით.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, რა მოხდა და რატომ არ გამოცხადნენ თანამშრომლები სამსახურში "ბრიკორამას" დავუკავშირდით. "აიპრესთან" საუბრისას მარკეტინგის მენეჯერმა განაცხადა, რომ თანამშრომლების მხრიდან პროტესტის ნიშნად სამსახურის დატოვებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ადასტურებს ფაქტს ოთხი თანამშრომლის ერთდროულად გამოუცხადებლობის შესახებ.

"მე არ მაქვს ინფორმაცია რამდენი თანამშრომელი წავიდა და წავიდა თუ არა საერთოდ პროტესტის ნიშნად. განცხადება წასვლის შესახებ არავის დაუწერია. 4 თანამშრომელი დღეს უბრალოდ მიზეზგარეშე არ გამოცხადდა სამსახურში. თუ ამ ოთხ ადამიანზე ვლაპარაკობთ, რომელმაც მე არ ვიცი პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური თუ რა გააკეთეს, ოფიციალურად ეს არ მომხდარა. სხვა ინფორმაციას მე ამ ეტაპზე არ ვფლობ. ვინმეს პროტესტის ნიშნად, რომ ვინმეს განცხადება დაეწერა და წასულიყო ასეთი რამ არ მომხდარა.

ოთხი თანამშრომელი ერთდროულად, რომ არ მოდის სამსახურში, ასე ხშირად ხდება?

კი, და სავარაუდოდ, ხშირად ხდება თუ არ ხდება, ეს არ ვიცი. ამაში ზუსტად ჩახედული არ ვარ ჩემი თანამშრომლები იგვიანებენ თუ ჯგუფურად არ მოდიან თუ მიდიან სამსახურიდან. ყოველ შემთხვევაში, ეს ოთხი ადამიანი არ გამოცხადდა დღეს სამსახურში და არ ვიცი რამდენად წავიდნენ თუ განცხადება უნდა დაწერონ წასვლაზე. ყოველ შემთხვევაში უფრო საყვედური გამოცხადდება მათ მიმართ.

ის სამი ადამიანი, რომელიც დაბარებულები იყვნენ დღეს, რომლებსაც განცხადება უნდა დაეწერათ წასვლაზე, მათ შეუთანხმდით და აღარ მიდიან?

არ ვიცი, ვინ სამ ადამიანზე საუბრობთ, ნამდვილად არ ვიცი. მეტი ინფორმაცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რაზეც მეკითხებით. დილითაც რომ დამირეკეს და ვიკითხე, მსგავსი რაღაცა არავინ იცოდა. ახლა რომ ვიკითხე, პასუხი ეს იყო, რომ 4 ადამიანი არ გამოცხადდა სამსახურში., პროტესტის ნიშნად რომ ვინმე სამსახურიდან წასულიყო ასეთ რამე არ მომხდარა. თქვენ თუ სხვა ინფორმაციას ფლობთ ეს დაუდასტურებელია ჩვენი მხრიდან.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ასეთია: გუშინ საღამოს, თანამშრომლებს გამოუცხადეთ, რომ დაექვითებოდათ 25%, მათ შორის, იმ თანამშრომლებს, რომლებიც საერთოდ კავშირში არ იყვნენ არანაირ დანაკლისთან. მათ განაცხადეს რომ პროტესტის ნიშნად წავიდოდნენ სამსახურიდან, რაზეც თქვენ უთხარით, რომ თებერვლის თვის ხელფასსაც არ გადაუხდიდით. სამი იყო დღეს მოსული განცხადების დასაწერად. ჩვენი ინფორმაცია არის ასეთი. ანუ, თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რატომ არ მოვიდა ერთდროულად 4 ადამიანი სამსახურში და არ იკითხეთ მათთან?

მე ნამდვილად არ ვკითხულობ. მე, მარკეტინგის მენეჯერი, ნამდვილად არ ვკითხულობ 4 თანამშრომელი რატომ არ გამოცხადდა სამსახურში ან რომელიმე კონსულტანტი რატომ აკლია ჩემს ჰიპერმარკეტს. ნამდვილად არ ვკითხულობ, იმიტომ რომ ამაზე პასუხი მე არ მომეთხოვება. დანარჩენი თქვენ რაზეც ფლობთ ინფორმაციას იმაზეც არ ვფლობ მე ზუსტ ინფორმაციას და თუ ამაზე შენ გაქვს ინფორმაცია, რომელსაც მე არ ვფლობ, მაშინ მეც უნდა დავაზუსტო და შესაბამისი პასუხი შემდეგ გაგცეთ.

დილიდან ვცდილობთ ამის დაზუსტებას.

ჩემთან რომ შემოვიდა დილით ზარი და მითხრეს, რომ 11 თანამშრომელი პროტესტის ნიშნად წავიდაო მე ვიკითხე ამის შესახებ და ინფორმაცია არ იყო. ახლა რა ინფორმაციაც გავარკვიე არის ასეთი, რომ 4 თანამშრომელი არ გამოცხადდა და პროტესტის ნიშნად განცხადება ჩვენთან არ დაწერილა.

ის ოთხი ადამიანი იყო, რომელიც არ გამოცხადდა სამსახურში, თუ კიდევ არ გამოცხადდებიან უმიზეზოდ, აუცილებლად დაინტერესდებიან ამითი და გაარკვევენ და შეიძლება გაათავისუფლონ კიდეც.

რაც შეეხება 25%-ის ჩამოჭრას ზარალის გამო და ა.შ, ინფორმაცია რაც მომაწოდეთ, მსგავსი შემთხვევა თუ დაფიქსირდება, რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა თუ დამტკიცდება, რომ კომპანიას ზარალი მიადგა ამ კონკრეტული თანამშრომლის გამო, თანხის ჩამოჭრა იქნება ხელფასიდან თუ რაც იქნება, მოხდება მხოლოდ იმ შინაგანაწესით და იმ ხელშეკრულებით, რომელიც ან თანამშრომელთან გვაქვს დადებული. სხვა არაკანონიერი გზით თანხის დაკავება და ჩამოჭრა არ მოხდება.

ვთქვათ რამდენიმე თანამშრომლის ბრალეულობის გამო, რომელიც მუშაობს მაგალითად მეორე სართულზე, რომლებსაც აქვთ დანაკლისი, პირველი სართულის თანამშრომლებს ეუბნებით, რომ მათი ხელფასებიდანაც უნდა მოხდეს ამ დანაკლისის ანაზღაურება. რამდენად არის ეს სამართლიანი?

პირველი და მეორე სართულის მოვალეობები განსხვავებულია. მეორე სართულზე ბრალეული ადამიანი პირველ სართულს არანაირად არ ეხება ეს შინაგანაწესის მიხედვით ზუსტად როგორაა, რა მოხდა კონკრეტულად და რის გამო, ვთქვათ, მოხდება თუ არა ხელფასიდან რაიმე თანხის ჩამოჭრა და დაკავება ხომ მით უმეტეს, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და არც მომხდარა ჯერჯერობით, როგორც მე ვიცი.

თუ მოხდება ეს მოხდება იმ შინაგანაწესის და ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომელიც თანამშრომელსა და კომპანიას შორის არის დადებული.

თუ შრომის ხელშეკრულების დარღვევა დაფიქსირება, ეს უკვე სამართლებრივი მხარეა. თუ კომპანიას აზარალებს კონკრეტული თანამშრომელი, თავისთავად, გადასახდელი ექნება.

ხელშეკრულებით მე ახლა ზუსტი პირობები არ ვიცი რამდენად არის განსხვავებული მეორე სართულის ადამიანის უფლება-მოვალეობები პირველი სართულისგან, რამდენად არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თუ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. ანუ, მე თუ დავაშავე, ვთქვათ, სხვა თანამშრომელს თანხა ეჭრება, ასეთი რამე თუ მოხდება ეს უკვე სამართლებრივად არის გასარკვევი და არა უბრალოდ ლაპარაკით. 

4 თანამშრომელი, რომ ერთდროულად არ გამოცხადდა სამსახურში, მიზეზი თუ იკითხეთ?

მე როგორც ვიცი, მიზეზი არ არის დაფიქსირებული ამ ოთხ თანამშრომელზე. და უკვე რეაგირება მოჰყვება თუ ხვალაც არ გამოცხადდება ეს ოთხი თანამშრომელი უმიზეზოდ. შინაგანაწესში როგორც წერია, გათავისუფლება ეკუთვნით თანამშრომლებს თუ არ დაასახელეს ის მიზეზი, რატომაც არ გამოცხადნენ სამსახურში, საპატიო მიზეზი. 

დღეს მათთან კონტაქტზე გახვედით, ამ ოთხ ადამიანთან?

ეგ ნამდვილად არ ვიცი, მოხდა თუ არა ამ ოთხ ადამიანთან კონტაქტი.

შეგახსენებთ, რომ "ბრიკორამა" არის ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი, რომელიც საქართველოში 2016 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა.

პირველი "სითი ფორმატის" ჰიპერმარკეტი მარშალ-გელოვანის გამზირზე გაიხსა და 7 000 კვ. მ. ფართობზე. ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვა.

ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში "დიჯითონი"

ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში "დიჯითონი"

20 საათის წინ

მობილური ოპერატორი "ვიონი საქართველო", (ბრენდი ბილაინი) უკვე 3 წელია მისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ მარათონს, იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრს - დიჯითონს აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბილაინი ავრცელებს. დიჯითონის...