ეროვნული ბიბლიოთეკის კონკურსი "წიგნიერი", თიბისი ბანკის მხარდაჭერით, რეგიონებშიც ჩატარდება

ეროვნული ბიბლიოთეკის კონკურსი "წიგნიერი", თიბისი ბანკის მხარდაჭერით, რეგიონებშიც ჩატარდება

23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი "წიგნიერი" წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და ელექტრონული წიგნების სახლის "საბა"  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდება  თბილისის ფარგლებს. ინფორმაციას ამის შესახებ თიბისი ბანკი ავრცელებს.

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ, სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, კონკურსის დღეს, ესეს დაწერა დაევალებათ.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები; კნუტ ჰამსუნის "შიმშილი", ალბერ კამიუს "დაცემა",  და გურამ რჩეულიშვილის "შპილკა" შეირჩა.

მოსწავლეებმა აღნიშნული წიგნები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

"წიგნიერს", ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, წელს ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" წარმოადგენს, რომელიც სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნებით დაასაჩუქრებს, ასევე მათ ტექსტებს წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.  "საბას" რამოდენიმე ნომინანტი ასევე იქნება კონკურსის ჟიურის წევრი. თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსი პირველად ასევე რეგიონებში - ქუთაისსა და ამბლორაულში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა  მსურველებმა 16 აპრილამდე  შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 032 2971618.

ესეების კონკურსი ჩატარდება:

  • თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7);
  • ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1);
  • ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტაას 32).

კონკურსანტი თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე 15 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...