ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ ნამახვანი ჰესის მშენებლობის არეალში საინფორმაციო ცენტრები გახსნა

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ ნამახვანი ჰესის მშენებლობის არეალში საინფორმაციო ცენტრები გახსნა

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ ნამახვანი ჰესის მშენებლობის არეალში საინფორმაციო ცენტრები გახსნა, სადაც  დაინტერესებულ ადამიანებს კომპანიის თანამშრომლები სრულ ინფორმაციას აწვდიან  პროექტის შესახებ.

ცენტრებში ყოველდღიურად მიდის ადგილობრივი მოსახლეობა, მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები,  ადგილობრივები ინტერესდებიან მოხვდება თუ არა მათი საცხოვრებელი სახლი მშენებლობის არეალში,  კომპენსაციის გაცემის პრინციპზე, მშენებლობის დაწყების კონკრეტულ ვადებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ქართული ენერგო სისტემის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესი ჰიდრო ენერგოპროექტის, 400 მგვტ სიმძლავრის ნამახვანიჰესი მშენებლობა 36 თვე გააგრძელდება.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება 750 მილიონი ამერიკული დოლარია. პროექტი მოიცავს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს.

ნამახვანი ჰესი აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე უცხოელი და ქართველი პროფესიონალი ტექნიკური გუნდის მიერ. პროექტი განხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური  სტანდარტების შესაბამისად.   ნამახვანი ჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს რეგიონის გრძელვადიან განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ნამახვანი ჰესის მშენებლობის არეალში ამჟამად ორი საინფორმაციო ცენტრი მუშაობს სოფელ მექვენაში და სოფელ ტვიშში. რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი საინფორმაციო ცენტრი სოფელ ოფურჩხეთში გაიხსნება.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

1 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...