გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონში, მარშალის ფონდში შეხვედრა გამართა

გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონში, მარშალის ფონდში შეხვედრა გამართა

"ახალი საქართველოს" ლიდერი, ამერიკული მხარის მოწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვაშაძემ მარშალის ფონდის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გაიმართა ექსპერტთან რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში, ჯონათან კაცთან.

"გავმართეთ შეხვედრა მარშალის ფონდში, სადაც გავნიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ვისაუბრეთ, უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით,  რეგიონში არსებულ ვითარებაზე.  ჯონათან კაცი, არის მრჩეველი და ექსპერტი რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით.

ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის განვიხილეთ სასამართლო სისტემა და უსაფრთხოების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო, ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტს, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ექსპერტებმა შეიმუშვეს და უკრაინის რადამ, ის პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება საქართველოსთვის. პროექტი, რომელიც იქმნება უკრაინაში, არის ინოვაცია სრულიად რეგიონისთვის. ინოვაციიაა ის, რომ უცხოელ ექსპერტებს შეეძლებათ, მოსამართლეების შერჩევის პროცესში ჩაერთონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველსთვის ეს შეიძლება იყოს კარგი მაგალითი", -  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშინგტონში ვიზიტი 6 მარტს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა  სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. მათ შორის, აუციდენცია შედგება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკისა და  IMF-ის წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები, ამერიკის სენატსა და კონგრესში.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

1 საათის წინ

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის...